სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი

სპორტკომპლექსის ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. აღჭურვილია თანამედროვე ფიზიოთერაპიული აპარატურით. პაციენტებს შეუძლიათ გაიარონ როგორც ტრავმის შემდგომი, ასევე პოსტოპერაციულ რეაბილიტაცია. ახალ სამკურნალო დაწესებულებას სხვა არსებულთაგან გამოარჩევს ის, რომ გათვალისწინებულია ყველა შესაძლო მეთოდი, რაც პაციენტის სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვისაა საჭირო.

ყველა სერვისი თავმოყრილია ერთ არეალში – თანამედროვე აპარატურა, სპეციალური ტრენაჟორები, მასაჟისა და ფიზიოთერაპიის კაბინეტები, დიდი და პატარა აუზი – ეს ყოველივე მაქსიმალურად ეფექტურს და კომფორტულს ხდის პაციენტისტის ასეთი სახის სამედიცინო მომსახურებას. ამ ეტაპზე ცენტრს შეუძლია მხოლოდ ამბულატორიული მოსახურების გაწევა, თუმცა ინფრასტრუქტურის საკმაოდ დიდი შესაძლებლობებიდან გამომდინარე იგეგმება მცირე სატაციონარის გახსნაც.