ჩვენ შესახებ

არენა

სპორტ კომპლექსი
არენა

ჩვენ შესახებ

სპორტული კომპლექსი „არენა“ გაიხსნა 2012 წლის 10 იანვარს.
სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები 2011 წელს დაიწყო.
შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, განახლდა მთავარი სპორტული დარბაზი, დაიგო თანამედროვე სტანდარტების საფარი ხელბურთის, კალათბურთის, ფუტსალისა და ფრენბურთისთვის. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 25 მეტრიან საცურაო აუზს, მოეწყო გასახდელები და საშხაპეები.

წლების მანძილზე სპორტკომპლექსი სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას ივარჯიშონ შესაბამის პირობებში, ასევე, მასპინძლობს ეროვნული სპორტული ორგანიზაციების საქართველოს პირველობებს.

სპორტული კომპლექსის (არენა1, არენა 2) ერთიან სივრცეში თავმოყრილია:

  • 25 მეტრიანი საცურაო აუზი;
  • საუნები;
  • ჯაკუზი;
  • ვერანდა (მცირე ზომის ღია აუზით);
  • სატრენაჟორო დარბაზი;
  • სპორტული მოედანი (ფუტზალი/კალათბურთი);
  • მეკლდეურობა;
  • კრივი;
  • კარატე;
  • პნევმატური ტირი;
  • ფარიკაობა;
  • მაგიდის ჩოგბურთი;
  • “Kids arena”

ამავე კომპლექსის ტერიტორიაზეა საქართველოში პირველი სპორტული ეკიპირებისა და ინვენტარის მოლი – „არენა მოლი“. არენა მოლი ერთ სივრცეში თავს უყრის სპორტის ყველა სახეობის ინვენტარსა და ეკიპირებას (ტრენაჟორები, ფიტნესის აქსესუარები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვა სპორტული აქსესუარები) სპორტის ყველა მომხმარებლისთვის, როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალურ დონეზე.

კომპლექსი არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ამ კუთხით იგეგმება კიდევ დამატებითი სამუშაოების ჩატარება.

არენა მუდმივად დგას ქართული სპორტის სამსახურში და ხელს უწყობს მის განვითარებას.

მწვრთნელები

გიორგი დოლიძე

Coach - swimming, water polo

ილონა აზატიანი

Swimming, Master of Sports

ფიქრია ფანქველაშვილი

კლუბ პირველების მწვრთნელი

ვიქტორია შელია

კლუბ პირველების მწვრთნელი

თეო ხელაია

კლუბ პირველების მწვრთნელი

მაია ილურიძე-პრატ

კლუბ პირველების მწვრთნელი

მასაჟისტები